9 წლიანი მმართველობის შემდეგ, რა გეგმა აქვს და რას ფიქრობს, სახელისუფლელბო გუნდი, მოსახლეობამ პასუხი 2 ოქტომბრის შედეგების სახით მიიღო. ქართული ოცნება დამნაშავეთ ჯგუფს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებას პირდაპირ აბარებს. გადაბარების პროცესზე საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" დამნაშავეთა გუნდს ბათუმი, ქუთაისი ზუგდიდი, სენაკი უვე გადააბარა. ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი "ქართულ ოცნებას" ჩაფიქრებული და მომზადებული ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა, მაგრამ მაშინ "პატრიოტთა ალიანსი" აქტიურად ჩერთო საარჩევნო პროცესში და "ქართულ ოცნებას" არ მისცა ხელისუფლების გადაბარების საშუალება.
პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებებიც მხოლოდ იმიტომ ხორციელდებოდა რომ პოლიტიკური ველიდან გაეყვანაათ ისეთი პატრიოტი ძალები რომლებიც ღიად საუბრობენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ფარული ზრახვების შესახებ. პარტია მობილიზაციას აცხადებს, წევრების და მომხრეების მობილიზებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პარტიის გენარალური მდივანი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" წინააღმდეგობრივი მოძრაობის რეჟიმზე გადადის და არ დაუშვებს "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების გარეშე გადააბაროს.