24.11.2024 | 21:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - სააკაშვილს ჩამოიყვანენ და შეიწყალებენ
"რას ელით, სააკაშვილს დაიჭერენ? პირიქით, ჩამოიყვანენ და გაბრაზებული ტონით... ხალხს რომ გული წამიერად დაუმშვიდონ, შეიწყალებენ" - წერს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
"ნაცები მოვლენ", "ნაცები მოვლენ"... ყოველი არჩევნების წინ ეს ცარიელი, ამაო ფრაზა "ქართული ოცნების" ხელისუფლების საყვარელი სატყუარა იყო. რა გინდათ, გაჭრა!
ეტყობა, ზოგიერთმა კიდევ ვერ გაიგო და ვეღარც გაიგებს, რომ ნაცები "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოიყვანა! ახლა საერთოდ აღარც არავინ მალავს, რომ გადასარევად გრძნობენ ერთად თავს. კანონსაც ფეხზე იკიდებენ და ხალხის რეაქციასაც.
მოვიდნენ ეს ნაცები, ჯერ კიდევ ტკბილ ილუზიაში მყოფო მეგობრებო, თვითონ "ქართული ოცნებაა" უკვე "ნაცები". და რას ელით, სააკაშვილს დაიჭერენ? პირიქით, ჩამოიყვანენ და გაბრაზებული ტონით... ხალხს რომ გული წამიერად დაუმშვიდონ, შეიწყალებენ. კი, სრულად გაათავისუფლებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ვერ ხედავთ, რომ მზადდება ეს სცენარი?! თქვენ კი, ვინც ოდესღაც სამართლიანობის აღდგენას ითხოვდით, მიგაბრძანებენ გლდანის მერვე საპყობილეში და იქიდანაც "ქართულ ოცნებას" გადაუხდის ზოგიერთი მადლობას: ეს რა კარგი ციხეაო. იმაზე კი არ დაფიქრდება, ვინ ან რატომ დაიჭირა.
გამოვფხიზლდეთ! დროა, გამოვფხიზლდეთ!!!- წერს ინაშვილი.
დღის გადაცემები