''ხალხი არის ბევრად ჭკვიანი ვიდრე ზოგიერთი ხელისუფლება. საზოგადოების დიდი ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიალოგს, მშვიდობას, მისი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. ნეიტრალიტეტი მათ მიაჩნიათ ყველაზე უსაფრთხო პლატფორმად დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ''ქართულმა ოცნებამ'' და ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ერთობლივი კამპანია დაგეგმეს და ისმოდა კითხვა ვისი სახელით ვსაუბრობდით ჩვენ მოსკოვში?! ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ ჩვენი პარტიის სახელით, ჩვენი პარტიის მხარდამჭერების სახელით და იმ ადამიანების სახელით, რომლებსაც ''ობიექტივი'' აჩვენებს ეთერში. ეს არის რეალური საქართველო. რეალურ საქართველოს, არც სახელისუფლებო და არც სააკაშვილის არხები არ გვაჩვენებენ და ცდილობენ საინფორმაციო ორმოში იყოს საქართველო,''- განაცხადა '' პატრიოტთა ალიანსის'' გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში ''სტუდია#8''.
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს და ნეიტრალიტეტს
მსგავსი
დღის გადაცემები