24.11.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - საქართველო რომ ილტვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, ამის კონსტიტუციაში ჩაწერის წინააღმდეგი ვიყავი

საქართველო რომ ილტვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, ამის კონსტიტუციაში ჩაწერის წინააღმდეგი ვიყავი - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში სტუდია #8.

„ნატო თავად არის უმძიმეს კრიზისში. ამ ფორმით დარჩება თუ არა იგი კიდევ საკითხავია. როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ცვლილებები ხორციელდებოდა და საჯარო განხილვებში მე ვმონაწილეობდი, როცა უნდა ჩაეწერათ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ ვილტვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, მაშინ ვეუბნებოდი „ქართული ოცნების“ აწმომადგენლებს, რომ  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ფრომულირების კონსტიტუციაში ჩაწერა.

კონსტიტუციაში გაცხადებულად უნდა ეწეროს და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობის უზრუნველყოფა. შენ რომ აქ აკონკრეტებ და წერ, რომ ილტვი ნატოსკენ- საფრთხეს და ბომბს დებ შენს კონსტიტუციაში. რადგან, არავინ არ იცის ესა თუ ის სამხედრო ბლოკი, ევროპული ორგანიზაციები რა ეტაპზე რა სახის ტრანსფორმაციას განიცდიან და შენ მაშინ წამდაუწუმ უნდა ცვალო საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია?“- განაცხადა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში.   

დღის გადაცემები