24.11.2024 | 21:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "პატრიოტთა ალიანსი" მუდმივად საუბრობს მეორე ფრონტის გახსნის საშიშროებაზე. ეს ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების გამოსვლების საპასუხო განცხადებებია. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ჩვენს მიმართ. სხვათა შორის, ღიად ამბობდნენ, რომ საქართველოში სამხედრო აქტიურობა, თითქოსდა, რუსეთს დაასუსტებდა და ეს უკრაინას დაეხმარებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ და ახლაც მოგვიწოდებენ, რომ გავხდეთ უფრო აქტიურები, რომ საქართველომ დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. როდესაც საუბარია მეორე ფრონტის გახსნის თემაზე, ამ განცხადებების საფუძველზე კეთდება მერე უკვე საქართველოში საპასუხო განცხადებები. საქართველომ თვითონ იცის, თუ რა გზას აირჩევს! საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს! საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თვითონ შეიმუშავებს სტრატეგიას, თუ როგორ წარმართოს პოლიტიკა სოხუმთან და ცხინვალთან! ეს სამშვიდობო პოლიტიკაა და ბევრჯერ თქვა როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე ქართულმა ხელისუფლებამაც. რა თქმა უნდა, რეალისტურია ისიც, რომ მოხდეს პროვოკაციები, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ჩვენც გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ენგურის მიმართულებით და ცხინვალის ზოლთან იგეგმებოდეს პროვოკაციები და, რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციებსაც ჰყავს თავისი ორგანიზატორები, მხარდამჭერები და იდეოლოგები, რომელთა ინტერესშიც ეს შედის. საქართველოში ეს რა ძალებია, ყველას მოეხსენება. ესაა სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. მათთვის ეს არის "სახელმწიფოებრივი აზროვნება", რომ ქვეყანას განსაცდელისკენ უბიძგონ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები