დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ეხმაურება [ვიდეო]
მთელი დღეა ნაცმოძრაობის მხარდამჭერი გვერდები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ თითქოს "ანონიმუსის" მიერ გაშიფრულ, რუსეთის აგენტების სიას, სადაც ჩვენი გვარებია ჩამოწიკწიკებული. ტყუილია, ტყუილია და ტყუილია!- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას.
„მთელი დღეა ნაცმოძრაობის მხარდამჭერი გვერდები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ თითქოს "ანონიმუსის" მიერ გაშიფრულ, რუსეთის აგენტების სიას, სადაც ჩვენი გვარებია ჩამოწიკწიკებული. ტყუილია, ტყუილია და ტყუილია!
სინამდვილეში, ეს არც "ანონიმუსის" და არც სხვა რომელიმე ჰაკერული ჯგუფის მიერ გავრცელებული სია არაა. უბრალოდ, ნაცმოძრაობის ტროლმა აიღო ჩვენი გვარები, დააკოპირა და გაავრცელა, რასაც ზოგიერთი გზააბნეულიც აჰყვა. ნეტა, ვინ დაავალა?
ყველას მინდა ესმოდეს: არავის არ ეშინია არც "ანონიმუსის" და არც ზოგადად, პოლიტიკური ანუსების, რომლებიც მსგავს ტყუილს და უზნეობას კადრულობენ. ჩემს სიცოცხლეში ხელი ისეთ დოკუმენტზე არ მომიწერია, რომ ვიჯდე და ვკანკალებდე!
ვერც ამ 53 ხელმომწერში იპოვის ვინმე უცხო ქვეყნის აგენტს, ერეკლე საღლიანი თუ აგენტი და საქართველოს მტერია, დამთავრებულა საქართველო.
თვითონ ის ფაქტი კი, მიწების ჩაბარებელი პარტიების აქტივისტები, ტროლებ-ბოტებით, ახლაც ომზე რომ ოცნებობენ და სამიზნედ ჩვენ ავურჩევივართ, მართლა საგულისხმოა.
"ანონიმუსია", თუ "ანონსიმუსი", ეტყობა, იმდენ ფაილს ამზადებს მათ სპეცკავშირებზე, რომ სხედან კლავიატურასთან და კატებივით კნავიან.
მეგობრებო, მძიმე დროა. თეთრი და შავი არეულია. თავს ნურავის მოატყუებინებთ, ბრმად ნურავის დაუჯერებთ.
აგენტები ღია წერილებს რომ წერდნენ, აგენტურული საქმიანობა საგანგებო და ფარული კი არ იქნებოდა“ - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი
დღის გადაცემები