24.11.2024 | 21:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი ტვ პირველს - არავითარი ფარული ჩანაწერები ჩვენგან არავის უხსენებია

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ტვ პირველის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ეხმაურება.

 

"ვეხმაურები მორიგ პროვოკაციას ჩვენს წინააღმდეგ, რაც თითქოსდა ფარული ჩანაწერების თემაზე დღეს ტვ პირველის ეთერიდან მოვისმინე: ჯერ ერთი, თარხან-მოურავი ერთ-ერთი ლიდერი არაა, პარტიის თავმჯდომარეა, მეორე- არც თარხან-მოურავს და არც მე არსად ფარულ ჩანაწერებზე არ გვისაუბრია. ესაა მორიგი ტყუილი და პროვოკაცია და პირდაპირ ბრალს ვდებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურს, რომ თქვენ მიზანმიმართულად, გააზრებულად ტირაჟირება გაუწიეთ ამ ტყუილს.

 

სააკაშვილ-ბოკერიებს, მათ მხარდამჭერებს ერთი მეთოდი გაქვთ: ჯერ ინტერნეტში ავრცელებინებთ ვიღაცას ტყუილს და მერე ამ ტყუილზე თხზავთ სიუჟეტს, რომ კარგად მოატყუოთ საზოგადოება, ამიტომ ვიმეორებ: არავითარი ფარული ჩანაწერები ჩვენგან არავის უხსენებია. ფარული ჩანაწერები სააკაშვილ- ბოკერიას მეთოდია, ხოლო რატომ იგონებთ ამ პროვოკაციებს? იმიტომ, რომ სააკაშვილი და ბოკერია პოლიტიკურ ველზე აღარ არსებობენ. 3%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვს სააკაშვილს და 1%-ზე ნაკლები- ბოკერიას", - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის გადაცემები