"ქართული ოცნების" დირექტივით მოქმედი სახელისუფლებო ტელეარხები ეს ორი დღეა საგანგებოდ უსვამენ ხაზს, რა პროცენტი დაგვიწერეს მრავალგზის გაყალბებულ ე.წ. არჩევნებში - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.
ინაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს დაამუხრუჭონ მათ მიერ დამუშავებული სახელისუფლებო არხები.
"ქართული ოცნების" დირექტივით მოქმედი სახელისუფლებო ტელეარხები ეს ორი დღეა საგანგებოდ უსვამენ ხაზს, რა პროცენტი დაგვიწერეს მრავალგზის გაყალბებულ ე.წ. არჩევნებში. ახლა კარგად მომისმინეთ: რუსთავის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" ყველასათვის უცნობმა კანდიდატმა, ვინმე ვალოდია ჯინჭარაძემ ხმების 100% რომ "მიიღო" და თურმე, ცარიელ მინდორზე ყველას "აჯობა", ასეთ არჩევნებს ბრეჟნევიც არ ატარებდა და კიმ ჩენ ინიც კი არ ატარებს. ასე რომ, ვითომ არჩევნები და პროცენტები თქვენი- "ქართული ოცნების" ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და იქნებ დაამუხრუჭოთ თქვენს მიერ დამუშავებული სახელისუფლებო ტელეარხები“,- აცხადებს ინაშვილი.