24.11.2024 | 21:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - „ქართული ოცნება“ კვლავ ნატოს ყვირის და  საქართველოს აზიანებს ამით

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემაში „სტუდია #8“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“, სწორი პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე, უნდა აარიდოს ქვეყანას. 

“„ქართული ოცნება“ ისევ ორმაგი სტანდარტით თამაშს აგრძელებს. მმართველი გუნდი კარგად ხედავს რაც ხდება მსოფლიოში. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის მაგალითს აანალიზებენ, მაგრამ ქართული ოცნების მხრიდან  ლაპარაკი მიდი არა იმაზე როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რომ უკრაინის მოვლენები არ გადმოვიდეს საქართველოში, არამედ,  კვლავ ნატოზე  და ისინი ამერიკელებთან აგრძელებენ თამაშს. ეს ვითარება ტრაგი-კომიკურ მასშტაბებს იძენს.

ჩვენ ძალიან განვიცდით რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვდარდობდეთ. იმისთვის უნდა ვიღწვოდეთ, რომ ის ბავშვების ტირილი, უბედურება, ტრაგედია საქართველოში არ განმეორდეს. ჩვენი პარტიის საქმიანობა ყოველთვის იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს საფრთხეები როგორმე აგვეშორებინა საქართველოსთვის.

მსოფლიოში ყველაფერი იცვლება. ჩვენ თვალწინ ახალი მსოფლიო იბადება. მიდის საუბარი უსაფრთხოების სრულიად ახალ გარანტიებზე და პლატფორმებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატომ განიცადა სრული კრახი. ზელენსკიმ არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა ნატოს მისამართით.  ამ ფონზე კი ხელისუფლება  კიდევ ნატოს ყვირის და  საქართველოს აზიანებს ამით. არადა ხელისუფლების ვალია ქვეყანა  ბეწვის ხიდზე გაატაროს და აარიდოს მოსალოდნელი დარტყმები“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში. 

დღის გადაცემები