"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე "ტვ პირველის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. მან "ქართული ოცნების" "ცხელ თავებს" გაგრილებისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტები არ არიან ვალდებული, გაამჟღავნონ თუ ვინ და რანაირად მიაწოდა ინფორმაცია, მთავარია ეს ინფორმაცია ნამდვილი იყოს. მე როგორც ვიცი "ტვ პირველის" ჟურნალისტები მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მიაწოდონ მათ ინფორმაციაც და სრული ჩანაწერის დედანიც. მინდა "ქართულ ოცნებას" პროკურატურას მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, რომ ჟურნალისტის საქმიანობის სტანდარტი არ დაზიანდეს. კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ "ტვ პირველისგან" მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები მაქვს, მე ვალდებული ვარ, როგორც ჟურნალისტმა “ქართული ოცნების” ცხელ თავებს მოვუწოდო, გაგრილებისკენ! ხაზს ვუსვამ კარგია, რომ პროკურატურა განმარტებას აკეთებს, რომ შესვლას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ სახეზე სასამართლო განჩინება გვაქვს", - განაცხადა ინაშვილმა.