24.11.2024 | 21:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ქვეყნის დაცვა თამაში რომ იყოს, ბავშვებიც შეძლებდნენ [ვიდეო]

ვეტერანი რომ ვარ და მე რომ ომი ნანახი მაქვს, იმიტომ მინდა მშვიდობა ჩემი ქვეყნისთვის - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „სტუდია #8“.

„სამშობლოს დაცვა ადვილი კი არ არის. ვინ თქვა, რომ სამშობლოს ინტერესების დაცვის დროს მოგეფერებიან? ჩვენ კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდანაც და წარსულიდანაც მაგალითები, სამშობლოს ინტერესების დამცველებს როგორ ექცეოდნენ. გიორგი სააკაძემ თავი გაწირა ამ ქვეყნისთვის და ვიღაც „ისტორიკოსები“ დღეს რევიზიას უწევენ მის ქმედებებს. ქვეყნის დაცვა ადვილი საქმე და თამაში რომ იყოს ბავშვებიც შეძლებდნენ ამას.  პოლიტიკური ელიტა რომ ჰქვიათ და სინამდვილეში, გამყიდველები რომ არიან 80 %, ამათი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ ჩვენ. ვეტერანი რომ ვარ და მე რომ ომი ნანახი მაქვს, იმიტომ მინდა მშვიდობა ჩემი ქვეყნისთვის და სულ ფეხებზე მკიდია ვინ რას იფიქრებს ჩემზე“ - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში. 

დღის გადაცემები