24.11.2024 | 21:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ღმერთმა დაგვიფაროს ომისაგან, თორემ ჩვენ მაშინაც საქართველოს დასაცავად ვიმოქმედებთ და ზოგიერთები კი, შარვლებს ჩაიხდიან!
„საქართევლოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება. 
„კიდევ ერთხელ ვამბობ: ომს მოაქვს მხოლოდ დიდი ზიანი, უზარმაზარი დანაკარგები, იღუპებიან ადამიანები, ამიტომ მე არავის არ ვუსურვებ სიკვდილს, ვუსურვებ მშვიდობას, მხოლოდ მშვიდობას! დღესაც და მომავალშიც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო გადარჩეს. ახლა არავის არ სჭირდება ჩვენი მჭექარე განცხადებები, ახლა ჩვენთვის საქართველო უნდა იყოს მთავარი!!!
ჩვენ ვამბობდით, რომ ვითარება მსოფლიოში უკიდურესად იძაბება, დაიწყება ომი! და სწორედ ეს წერია ჩვენს მიერ გავრცელებულ წერილში. ვკითხულობდი კომენტარებს და ზოგიერთს ეცინებოდა, ვინ გაბედავს ამასო. ახლა ამ ზოგიერთს ვეკითხები: ხომ ხედავთ, რომ დაიწყო ეს ომი და ხომ ხედავთ, რომ შეიძლება საქართველოც ომის ქარცეცხლში გაეხვეს, თუ ისევ ვერ ხედავთ ამას?!
ღალატზეც გეუბნებით: მოღალატე და ქვეყნის მტერი ისაა, ვინც ამ ვითარებაშიც „ნატოში გვინდა“-ო ყვირის. ვერანაირი განცხადებებით ჩვენ ვერავის ვერ ვუშველით და სინამდვილეში არც არავის სჭირდება ჩვენი განცხადებები. ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვუშველოთ და ამ ვითარებაში ბრძნული სიტყვები და უფრო მეტად კი, სიჩუმეა საჭირო და არა პოპულისტური შეძახილები. ისევ ვამბობ: ღმერთმა დაგვიფაროს ომისაგან, თორემ ჩვენ მაშინაც საქართველოს დასაცავად ვიმოქმედებთ და ზოგიერთები კი, შარვლებს ჩაიხდიან!“-აცხადებს ინაშვილი. 
დღის გადაცემები