24.11.2024 | 22:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩს უპრეცენდენტო გამოკითხვის შედეგები გადასცა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი,  საქართველოში  ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს  შეხვდა. აუდიენციაზე მთავარი განსახილველი საკითხი "პატრიოტთა ალიანსის" უპრეცენდენტო გამოკითხვა იყო. რომელშიც მონაწილეობა 1 200 000 ადამიანმა მიიღო. როგორც ინაშვილი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია გადასცა ევროკავშირის ელჩს. ინაშვილი აღნიშნულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა  ევროკავშირის ელჩთან საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე. ასევე ვისაუბრე გამოკითხვაზე, რომელსაც  "პატრიოტთა ალიანსი" ატარებს. მოგეხსენებათ, 1 200 000 ადამიანი გამოვკითხეთ. ასევე, 850 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი დავამუშავეთ. მე ევროკავშირის ელჩს უტყუარი მტკიცებულებები გადავეცი გამოკითხვასთან დაკავშირებით, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის სრული დაცვით.  გავუზიარე მას ჩემი ხედვები თუ როგორ წარიმართება  მომდევნო თვეების განმავლობაში საარჩევნო მარათონი და შევთანხმდით, რომ კიდევ გვექნება მსგავსი შეხვედრები" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

დღის გადაცემები