დღის სიახლეები
ისრაელი და კვიპროსი ვაქცინირებული მოქალაქეების შეზღუდვების გარეშე მიმოსვლაზე შეთანხმდნენ [ვიდეო]
ისრაელი და კვიპროსი ორი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას აძლევენ. შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ პსრ ტესტირების და კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ასეთივე შეთანხმებას ისრაელმა გასულ კვირას საბერძნეთთანაც მიაღწია.
მსგავსი