ისრაელი ვაქცინაციის თვალსაზრისით უკვე მსოფლიო ლიდერია. მას შემდეგ, რაც ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ღია სივრცეებში დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ არის. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული შეზღუდვა კორონავირუსით ინფექციის დონის შემცირებასთან დაკავშირებით გააუქმა. თუმცა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ჯერჯერობით ისევ სავალდებულოა. იანვარში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 10 ათასს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 200-მდე შემცირდა. სრულად გაიხსნა სკოლებიც, თუმცა მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოთ, სპორტის გაკვეთილებზე, სასადილოსა და შესვენებაზე კი პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა. ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად და წარმატებულად ისრაელმა გაიარა.
დღის სიახლეები
ისრაელი ვაქცინაციის თვალსაზრისით უკვე მსოფლიო ლიდერია [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები