ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაირღვა. გუშინ ღამით ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით აალებადი ბურთების გაშვების შემდეგ მიიღეს. ამ ვკირაში აალებადი ბურთების გაშვება ისრაელში ხანძრის გამომწვევ მიზეზად იქცა - დაიწვა სოფლის მეურნეობის მიწა და ტყეები. თავის მხრივ, ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ დარტყმით მათ აღმოსავლეთ იერუსალიმში ნაციონალისტების ლაშქრობას უპასუხეს. პალესტინელებმა ეს მსვლელობა პროვოკაციად მიიჩნიეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ, რომელმაც ისინი წყლის ჭავლით დაარბია. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უკვე მეორე დარღვევა მას შემდეგ, რაც მაისის 11-დღიანი კონფლიქტი დასრულდა. აღნიშნული საჰაერო დარტყმები ისრაელის ახალი მთავრობის პირობებში ვითარების პირველი ესკალაციაა. გასულ კვირას მემარჯვენე ნაციონალისტმა ნაფტალი ბენეტმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
დღის სიახლეები
ისრაელი-პალესტინა - კონფლიქტი ისევ მწვავდება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები