24.11.2024 | 21:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ისრაელის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ისრაელში, ქნესეთთან, დღეს სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება.

"არ დავუშვებთ რაიმე კომპრომისს, რომელიც ზიანს აყენებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ამასთან, საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები მოითხოვენ თავდაცვის მინისტრის პოსტზე იოავ გალანტის დაუყოვნებლივ აღდგენას, რომელიც გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანოა.

შეგახსენებთ, ისრაელში საპროტესტო აქციების ტალღა მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმამ გამოიწვია. ის ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.

დღის გადაცემები