24.11.2024 | 22:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა [ვიდეო]

ისრაელსა და რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. მხარეებს შორის უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში რეგიონში გაემგზავრება და მოლაპარაკებებს როგორც ისრაელის, ასევე პალესტინური ადმინისტრაციის პირველ პირებთან გამარტავს. ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის შუამდგომლობით მიღწეულ მყიფე ზავს  აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ებრაელები, ისივე პალესტინელები მშვიდობიან ცხოვრებას, თავისუფლებას, აყვავებასა და დემოკრატიას თანაბრად იმსახურებენ. ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიღწეულ ზავს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც გამოეხმაურა. როგორც ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაიცვან. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო ეგვიპტესა და ყატარს შუამდგომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის გადაცემები