24.11.2024 | 18:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ისტორიაში პირველად - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. შესარჩევი ციკლის ბოლო თამაში ნაკრებმა "თბილისი არენაზე", ისლანდიასთან გამართა და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 80:77 დამარცხდა.

იქიდან გამომდინარე, რომ რეიკიავიკში საქართველომ მასპინძლებს 3-ქულიანი სხვაობით მოუგო, დღევანდელი ანგარიში ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. შედეგად, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 3 ქვეყანაში - იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დღის გადაცემები