26.11.2024 | 18:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ისტორიაში პირველად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ქართველი აირჩიეს

ნათია ლოლაძე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი ჟენევაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, კენჭისყრაში მონაწილე 192 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა. ნათია ლოლაძე ევროპის რეგიონში გაერთიანებული 53 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

დღის გადაცემები