იტალიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს მარიო დრაგის დაავალებენ. ამ საკითხზე იტალიის პრეზიდენტი კონსულტაციებს დღეს გამართავს. როგორც იტალიური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდე შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. მარიო დრაგი ევროპის ცენტრალურ ბანკს რვა წლის განმავლობაში, 2011-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა. კონტესა და რენცის შორის უთანხმოება ევროკავშირის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იტალიისთვის გამოყოფილი დაფინანსების განკარგავასთან დაკავშირებული საკითხი გახდა.
დღის სიახლეები
იტალიის ახალ მთავრობას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჩამოაყალიბებს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები