დღის სიახლეები
"იუნისეფ"-ი - სკოლების დახურვის შედეგი გამანადგურებელია [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვის შედეგი გამანადგურებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის – იუნისეფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში მოსწავლეთა მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. როგორც იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რისკის წინაშეა ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
ჰენრიეტა ფორე ასევე აცხადებს, რომ დაზარალდა ბავშვების წერის, კითხვის, საბაზისო და მათემატიკური უნარები, ამიტომ სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ვარიანტი იქნება განხილული.
მსგავსი
დღის გადაცემები