24.11.2024 | 21:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. ევროკომისიიდან აღნიშნული კანონპროექტის უკრაინული მოდელი გაწვეული არ არის, აქედან გამომდინარე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, რეგლამენტით დადგენილი ნორმების მიხედვით გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში პასუხობენ: "კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით".

დღის გადაცემები