24.11.2024 | 21:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხის კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი არ ეყრება.

პოლიტიკურმა ჯგუფებმა "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" წარდგენილ კანდიდატურებთან შეხვედრის და მათთან გასაუბრების რეგლამენტით მინიჭებული უფლება გამოიყენა. შესაბამისად, საკითხის კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მონდომების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე კონსენსუსი შესაძლებელია და ამ თემაზე კონსულტაციების გამართვა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის 10-12 ღირსეული და გამოცდილი კანდიდატია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება. თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ვერ ახერხებს.

დღის გადაცემები