დღის სიახლეები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს
13 - ერთის წინააღმდეგ. რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. ამ პოსტს 4 წლის ვადით, ნინო ქადაგიძე დაიკავებს. აღნიშნულ თნამდებობაზე მის არჩევას მხარი არ დაუჭირა, საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. ამ დრომდე, თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.
მსგავსი
დღის გადაცემები