25.11.2024 | 00:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს [ვიდეო]

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. როგორც სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ ადეიშვილს შესაბამისი განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს დატოვა. მას საქართველოს სასამართლომ  განაჩენი გამოუტანა ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და მისი დარბევის საქმეზე.  პატიმრობა აქვს მისჯილი "აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე, ბრალდებულია ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე. მსჯავრდებულია ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირებისთვის. მსჯავრდებულია  პარლამენტარ კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

დღის გადაცემები