დღის სიახლეები
კანის საერთაშორისო ფესტივალი ორი თვით გადაიდება [ვიდეო]
კანის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა მისი ორი თვით გადადებაზე განაცხადეს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად 11-22 მაისს ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო 6-17 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ზაფხულში პანდემია უკან დაიხევს და 2021 წლის ფესტივალი ჩვეული ფორმატით ჩატარდება. გასულ წელს პანდემიის გამო ფესტივალი მთლიანად გაუქმდა. მისი პროგრამიდან ზოგიერთი ფილმი ოქტომბერში სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, კანის, ლუი ლუმერის სახელობის დიდ კინოდარბაზში აჩვენეს.
მსგავსი
დღის გადაცემები