დღის სიახლეები
კანონპროექტი ვაქცინის შესახებ [ვიდეო]
პარლამენტის პლენარული სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საქართველო კოვიდ-ვაქცინას მალე მიიღებს, რომელსაც მედპერსონალი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით ვაქცინის მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს. საკითხი ვაქცინის მომწოდებელი კომპანიების მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა, შესაბამისად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
მსგავსი
დღის გადაცემები