სასამართლოს პოლიტიზებულია და მმართველი პარტია გავლენას ახდენს მოსამართლეებზე - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართული მოსმენისას სენატორმა კარა მაკდონალდსმა საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას ისაუბრა.
სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინირება მოიცავს ძლიერი მოსამართლეების მიერ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას და მოსამართლეებზე ზემოქმედების მიზნით, დისციპლინური დაწინაურების და დანიშვნის სისტემის გამოყენებას. მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლეს საბჭოს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული და დაწინაურების სისტემების გამოყენებით, მას კლანად მოიხსენიებენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდმა განაცხადა.