დღის სიახლეები
კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს [ვიდეო]
კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე პარტიებმა ხმათა 50.9 მიიღეს და დიდი ალბათობით კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ. კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. კატალონიაში ბოლოს არჩევნები 2017 წელს მას შემდეგ ჩატარდა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში გამართული ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ ცნო.
მსგავსი
დღის გადაცემები