24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კატარის ენერგეტიკის მინისტრი ევროპას გაზზე საფასო ჭერის დაწესების გამო აკრიტიკებს და მომავალი წლისთვის გაცილებით უარესი კრიზისის შესახებ აფრთხილებს
როგორც საად ალ კააბი ამბობს, 2023 წელი გაცილებით რთული იმ შემთხვევაში იქნება თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, ევროპაში კი რუსული გაზის მიწოდება არ განახლდა. კააბი ამბობს, რომ გაზის არსებული მარაგების პირობებში წლევანდელ ზამთარს ევროპა კარგად გაივლის და რთული პერიოდი მომავალი წლიდან დაიწყება.
რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების თითქმის სრულად შეწყვეტის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის კატარმა მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ქვეყანა თხევადი გაზის [LNG] ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია ისეთი მომავალი, როცა ევროპას რუსული გაზი არ მიეწოდება.
საად ალ კააბი: "ამ შემთხვევაში პრობლემა გაღრმავდება და თან გახანგრძლივდება. როცა შენ არ გაქვს იმ მოცულობის გაზი რომ ჩაანაცვლო, მაშინ ამბობ რომ ბირთვული სადგურების აშენებას აპირებ ან/და ქვანახშირს იყენებ”.
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთისგან დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღეს, რაც ბლოკის მოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნორვეგიიდან გაზის იმპორტითა და LNG-ით ჩაანაცვლებს.
როგორც FT წერს, იმისთვის, რომ ევროკავშირმა რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს ამისთვის მას წლიურად 112 მლნ ტონა LNG სჭირდება, რაც დღეს წარმოებული თხევადი გაზის თითქმის მესამედია. თავად კატარს, რომელსაც საკუთარი წარმოების 70% უკვე არსებული კონტრაქტებით აზიის ბაზარზე გააქვს ამ ეტაპზე ევროკავშირში მხოლოდ 10-15%-ის გატანა შეუძლია.
კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკომისიაც გააკრიტიკა რუსულ გაზზე საფასო ჭერის დაწესების გამო: "თავისუფალი ბაზარი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია".
დღის გადაცემები