დღის სიახლეები
კატასტროფულად გაზრდილი ფასები და უმოქმედო მთავრობა [ვიდეო]
2012 წელს, "ქართული ოცნება" მოსახლეობას, მაქსიმუმ 5 წელში სიღარიბისა და უმუშევრობის აღმოფხვრას ჰპირდებოდა, თუმცა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელსაც ადამიანები ყოველდღიურად, თავის გატანისთვის იბრძვიან. კატასტროფულად არის გაძვირებული პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები. მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. მოქალაქეები მთავრობისგან, მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ისმენენ. ეკონომისტები მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობენ. მათი თქმით მთავრობა არაეფექტურ ნაბიჯებს დგამს, რაც წინსვლის საშუალებას არ იძლევა.
მსგავსი
დღის გადაცემები