დღის სიახლეები
კახა კალაძე - კატეგორიული მოთხოვნაა ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში! [ვიდეო]
მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის დააკავებას თბილისის მერი გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით კორუფციასთან ბრძოლაში, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდოს.
„რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოთ ძალიან ყურადღებით. ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები