დღის სიახლეები
კახა ძაგანია: "გააგზავნეთ საპროტესტო ნოტა, კელი დეგნანი მოაცილონ ქვეყანას!"
"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კახა ძაგანია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გაწვევას ითხოვს:
არცერთ ეპოქაში ვერცერთი დამპყრობელი ვერ ბედავდა დაპყრობილი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ისეთ უხეშ ჩარევას, როგორც აშშ-ის ელჩი ერევა საქართველოს სასამართლო სისტემაში. ორი ათას საუკუნეზე ადრეც კი რომაელი პროკურატორი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქრისტე თვითონ, ანუ რომაელს არ გაესამართლებინა და ხან იუდეველ ქურუმებს, ხან იუდეველ მეფეს მოსთხოვა მსაჯულის როლის შესრულება. ჩვენთან როგორ ბედავს ამერიკის ელჩი ამდენი რამის საკუთარ თავზე აღებას?! მოვითხოვ მთავრობისგან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს გაეგზავნოს საპროტესტო ნოტა და ეს ქალბატონი მოაცილონ ქვეყანას!!!
მსგავსი
დღის გადაცემები