დღის სიახლეები
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა!"
"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ძაგანიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად ყველა უკანონო მექანიზმს იყენებდა, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს კი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, უპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს და ართმევდნენ ბიზნესებს. კახა ძაგანია აფრასიძეების ოჯახის ჩაცხრილვას და სააკაშვილის მიერ ამ დანაშაულის აღიარებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო, რის შესახებაც არა მარტო ოპოციზია, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობდა.
"კრიმინალური ჯგუფი, რომელიც იმ დროს იყო ხელისუფლებაში, ყველა უკანონო მექანიზმს იყენებდა იმისათვის, რომ გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. ყველას, ვინც მათ მიმართ კრიტიკულები ვიყავით და ვთვლიდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, პირდაპირ გვისწორდებოდნენ ფიზიკურად. ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ დაჭერილები, დაპატიმრებულები, ჩვენი ოჯახებისათვის არ იყო არავითარი სამსახური, ართმევდნენ ბიზნესს - არა მარტო პოლიტიკოსებს. იმ დონეზე იყვნენ წასულები და ისე ღრმად იყვნენ შესულები, რომ თუ ვინმეს დაინახავდნენ აქციაზე და ამას ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, აკვირდებოდა გამადიდებელი შუშით, მიდიოდნენ პირდაპირ ოჯახში, კადრებს ამოიღებდნენ, იპოვნიდნენ საცხოვრებელ ადგილს, შემდეგ კი, მიდიოდა ზეწოლა მშობლებზე, დედმამიშვილებზე და ა.შ. ეს კრიმინალური ჯგუფი დღესაც ანალოგიური საქმიანობით არის დაკავებული. რას ნიშნავს, რომ ეს კადრები არ არის რეალური?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან და მოუწოდებს პოლიციას, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ხალხი აღარ გაუშვათ ჯარიმებითო, პირდაპირ ციხეში გააგზავნეთო და როდესაც აფრასიძეების ოჯახი ჩაცხრილეს, ეს ჩემი დავალებით მოხდა, ბარამიძე არაფერ შუაში არ არისო! დღეს ისინი იგივე შეხედულებით არიან. მათი წამების ერთ-ერთი სახეობა იყო, როდესაც ციხის საავადმყოფოს მორგში ცოცხალ პატიმარს მიაბავდნენ მიცვალებულს და რამდენიმე ღამე ასე ათენებინებდნენ! იმ პერიოდში ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამას არა მარტო ჩვენ, ოპოციზიონერები ვამბობდით, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა!" - განაცხადა კახა ძაგანიამ.
მსგავსი
დღის გადაცემები