25.11.2024 | 03:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა იწყება

კახეთში დილიდან სტიქიის შედეგებს ითვლიან. სეტყვამ განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზიანა, მათ შორისაა სოფელ ჩუმლაყიც, სადაც, ადგილობრივების თქმით, მოსავლის 90% თითქმის განადგურებულია.

სეტყვამ, რომელიც გვიან ღამით 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ატმის და გარგარის ბაღების ძირითადი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ვენახების დაახლოებით 50-70%.
დაზარალებულების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა, თუმცა, მასიური ღრუბლების წარმოქმნის გამო, ზარალის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.გურჯაანის გარდა, სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დააზიანა.

გურჯაანის და სიღნაღის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს. ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი სავარაუდოდ ხვალ გახდება.

 

დღის გადაცემები