დღის სიახლეები
კვლევითი ორგანიზაცია Rasmussen Reports-ის გამოკითხვა: "ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ზედმეტად პოლიტიზებულია"
კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მტკიცებას, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა პოლიტიზების დაუშვებელ ნიშნულს მიაღწია- რესპონდენტებმა შემდეგმნაირად უპასუხეს:
41% კატეგორიულად ეთანხმება
16% გარკვეულწილად ეთანხმება
11% გარკვეულწილად არ ეთანხმება
24% კატეგორიულად არ ეთანხმება
8% არ არის დარწმუნებული
გამოკითხულ ამომრჩეველთა უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიმართ მიმდინარე გამოძიება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულია.
კვლევითმა ორგანიზაცია Rasmussen Reports-მა 1000 ამერიკელი ამომრჩეველი გამოკითხა 23-24 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვის შედეგების ცდომილება +/- 2%-ს შეადგენს.
მსგავსი
დღის გადაცემები