24.11.2024 | 19:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კიევმა რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეთა წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

უკრაინის უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სიაში კულტურის მოღვაწეები, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი წევრები, ბლოგერები და ჟურნალისტები მოხვდნენ. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო არხებზე მომუშავე ადამიანები.

იმ პირთა შორის, ვის წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, კერძოდ, არიან საფრანგეთში მცხოვრები რუსი რეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკი, ასევე, საბავშვო გადაცემის "ძილი ნებისა პატარებო" ყოფილი წამყვანი ანგელინა ვოვკი.

მათი აქტივები უკრაინაში დაყადაღდება, ასევე, ჩამოერთმევათ სახელმწიფო ჯილდოები და უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც კიევს სანქციებში ანგელინა ვოვკთან ერთად გადაცემის წამყვანები, თოჯინები ხრიუშა და სტეპაშკაც შეყვანა ურჩია.

დღის გადაცემები