კლანური მმართველობა იუსტიციის საბჭოში. ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის გამოწვევები, რომლებიც სასამართლო სისტემაშია.
"არამოსამართლე წევრების დანიშვნა არის ის საკვანძო საკითხი, საიდანაც უნდა დაიწყოს ბრძოლა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გათავისუფლება „კლანის“ ძალაუფლებისგან. ვიცით, რომ იქნება 5 ვაკანსია არამოსამართლე წევრების, რომელიც უნდა დანიშნოს პარლამენტმა. თუ ავირჩევთ რეალურად დამოუკიდებელ წევრებს, „კლანს“ არ ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასტური, რომ „კლანი“ ხედავს საფრთხეს, შეიძლება მისი ძალაუფლება შემცირდეს და მაქსიმალურად მეტი ლოიალობის მქონე პირი დაინიშნოს სასამართლო სისტემაში. პარლამენტს 90 ხმა სჭირდება იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიოს" - განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა.