„განგაშის ძლიერი სიგნალი“ - ასე უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტომიო გუტერეშმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ანგარიშს, რომელიც ორგანიზაციის ექსპერტებმა გლაზგოში მომავალ კვირას გასამართი სამიტისთვის მოამზადეს. ანგარიშის თანახმად გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით მიღებული ზომები სრულიად არა საკმარისია. ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა განაცხადა, რომ კლიმატური კრიზისი მთელს კაცობრიობას ემუქრება. „დიპლომატიური სიზუსტეების დრო გავიდა, თუკი დიდი ოცეულის ქვეყანათა მთავრობები საჭირო ძალისხმევას არ გამოიყენებენ, ადამიანთა საშინელი ტანჯვის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. ყველა ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ განვითარების ძველი მოდელი, რომელიც ნახშირბადის საწვავზეა დამოკიდებული - ეს ეკონომიკისა და ჩვენი პლანეტისთვის სასიკვდილო განაჩენია“ - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
დღის სიახლეები
კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მეცნიერები განგაშის ზარს სცემენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები