კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართავს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსი. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში მაქსიმუმ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები გამომუშავდება. როგორც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის დამატებითი დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. თუმცა, მზად არიან, განიხილონ დამატებითი დოზის ავტორიზაცია, თუ ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება დადგება. მანამდე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა ივნისში 64% -მდე შემცირდა "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი 93% იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. კმპანია „ფაიზერიში“ აცხადებენ, რომ მესამე ვაქცინაცია შეიძლება საჭირო სრული აცრებიდან 6-8 თვის განმავლობაში გახდეს, ამჟამად კი მუშაობა პრეპარატის განახლებულ ვერსიაზე მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
კომპანია „ფაიზერი“ ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის ნებართვას ითხოვს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები