25.11.2024 | 01:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კონსტანტინოპოლის  პატრიარქსა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარგზავნილ თეოლოგებს შორის გარიგება იგეგმება [ვიდეო]

ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება. ამჯერად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი წმინდა სინოდის ზოგიერთი წევრის სამომავლო გეგმებზე ღიად საუბრობს. ანდრია  ჯაღმაიძე სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებას ამცნობს, რომ ფსევდო თეოლოგი გოჩა ბარნოვი, თანმხლებ პირთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ფარული ზრახვების განსახორცილებლად სტამბოლში ვოიაჟს აწყობს. ჯაიღმაიძის მტკიცებით, კონსტატინეპოლის  პატრიარქსა და წარგზავნილებს, შორის გარიგება იგეგმება. პირობა ასეთია - თუ მიხეილ სააკაშვილი  ხელისუფლებაში დაბრუნდება, საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რასაც წინ უნდა უძღოდეს მსოფლიო პატრიარქის შესაბამისი განცხადება.

 

"ნაციონალური მოძრაობის" მზაკვრული გეგმები არ გაჰკვირვებიათ თეოლოგებს. ლევან აბაშიძის განმარტებით, ყოფილი ხელისუფლება უკვე დიდიხანია ცდილობს  ეკლესიისა და სახელმწიფოს ნავის გადაყირავებას. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ჯგუფების მიერ დაგეგმილი ქმედება მართლაც განხორციელდება, აბაშიძეს ეჭვი ეპარება, რომ ბართლომეოს პირველი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩაერევა.

 

ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ფარული გეგმების ერთ-ერთმა ფიგურანტმა, თამარ მესხმა, ირიბად დაადასტურა, სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადების კომენტარების ველში. მან ანდრია ჯაღმაიძეს ოპერატიულობა შეუქო. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" მეკავშირეების დახმარებით საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანას, ყველა ხერხით ცდილობს.

 

დღის გადაცემები