დღის სიახლეები
კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს.
უწყების ცნობით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა შეფასდება და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება.
"ის შემთხვევები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება", - აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.
მსგავსი
დღის გადაცემები