კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს. საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა. ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული. პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მათივე განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.
დღის სიახლეები
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები