24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს

კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროგაერთიანების გადაწყვეტილება საბაზრო ფასების დადგენის დარღვევაა.

"ეს არის საბაზრო ფასების დადგენის დარღვევა, საბაზრო პროცესების დარღვევა", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

როგორც მედია წერს, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

დღის გადაცემები