დღის სიახლეები
კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. კონკრეტული პოზიციებისთვის სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვიდან 1 წლამდე ვადითაა განსაზღვრული. წარმატებული ახალგაზრდები სტაჟირების დასრულების შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში დასაქმდებიან დანარჩენები კი დამადასტურებელ ცნობას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორად მიიღება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომლის ასაკიც 25 წელს არ აღემატება.
მსგავსი
დღის გადაცემები