დღის სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა [ვიდეო]
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა თეა წულუკიანმა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ნიკოლოზ ანთიძე საყდრისის საქმის ფიგურანტია.ის საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით გამოდიოდა. 2009-2011 წლებში იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მსგავსი
დღის გადაცემები