24.11.2024 | 19:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში მარცვლეულის გატანის შეზღუდვის საკითხის განხილვას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროპაში მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობის საკითხის განხილვას გეგმავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მარცვლეული არ იგზავნება ღარიბ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის გატანა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. თუ გამოვრიცხავთ თურქეთს, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული იგზავნება არა უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში", – განაცხადა პუტინმა ვლადივასტოკში მიმდინარე "აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის" პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ოთხმოცდაშვიდი ხომალდიდან მხოლოდ ორი იყო დატვირთული გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. „და ამ ხომალდებით 2 მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონის გატანა მოხდა. "მინდა, ვთქვა, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მათ უბრალოდ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მოტყუებას", - აღნიშნა პუტინმა.

დღის გადაცემები