აკადემიკოს ლადო პაპავას განცხადებით, ამერიკელები ყიდულობენ ვითომ ლატვიური ბრენდის სახით ნავთობს ლატვიიდან და გაყიდულ პროდუქტში 49%-ი რუსული ნავთობია.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას.
"ჩემი შენ გითხარიო, სამწუხაროდ, დაახლოებით ასეა, რადგან ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როგორ გრძელდება რუსული ნავთობის შესყიდვები, როგორ ყიდულობენ ამერიკელები ვითომ ლატვიური ბრენდის სახით ლატვიიდან ნავთობს, სადაც ამ გაყიდულ ნავთობში 49%-ი რუსულია", - განაცხადა ლადო პაპავამ.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითიც იგი 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით სი-ენ-ენის ინფორმაციას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.