უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირველად ესაუბრა პირისპირ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ეს დელიში, G20-ის სამიტის კულუარებში შედგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით ბლინკენმა და ლავროვმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. ვაშინგტონის ცნობით, ბლინკენმა უთხრა ლავროვს, რომ აშშ უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც მას დასჭირდება.
მან ასევე მოუწოდა მოსკოვს, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების შესრულებას დაუბრუნდეს და რუსული ციხიდან ამერიკის მხარე პოლ უილანი გაათავისუფლოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ამრია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს არ იყო მოლაპარაკება და რომ ბლინკენმა სთხოვა ლავროვს საუბარი და ლავროვი დათანხმდა.
ბოლო დროს მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის და რუსეთს შორის გარკვეული საიდუმლო მოლაპარაკება მიმდინარეობს უკრაინის ომთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ექსპერტები მხარეებს შორის "გარკვეულ კონტაქტებს" არ გამორიცხავენ. თუმცა ყველა თანხმდება, რომ კიევის გარეშე ომის შეჩერებაზე ან რაიმე სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.